ბავშვთა განვითარების და მხარდაჭერის პროგრამა

800,00 

გაზიარება

პროგრამა აერთიანებს ბავშვთა განვითარების მხარდაჭერისთვის აუცილებელ საბაზისო ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს. იგი განკუთვნილია იმ პირებისთვის, ვინც მუშაობს ან გეგმავს მუშაობას ბავშვებთან საგანმანათლებლო და სოციალური გარემოში, მათ შორის განვითარების შეფერხების ან განვითარების რისკის მქონე ბავშვებთან.

პროგრამის ფარგლებში მსმენელები გაეცნობიან სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან კომუნიკაციისა და მხარდაჭერის ძირითად პრინციპებს, ინკლუზიური მიდგომის არსს, ბავშვის უსაფრთხო და ადაპტირებული გარემოს შექმნის გზებს, ასევე ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული საქმიანობის დაგეგმვის საბაზისო მეთოდებს.

კურსი ორიენტირებულია ბავშვის განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნაზე და არა თერაპიულ ჩარევაზე. პროგრამა მიზნად ისახავს მსმენელებს განუვითაროს ის უნარები, რომლებიც დაეხმარება მათ ბავშვების ჩართვაში საგანმანათლებლო პროცესში, ემპათიურ და უსაფრთხო კომუნიკაციაში, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებასა და შესაბამის სპეციალისტებთან გადამისამართებაში საჭიროების შემთხვევაში.

პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელები გადიან შეფასებას. წარმატებით დასრულების შემთხვევაში ისინი შეძლებენ ბავშვთა განვითარების მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის დაწყებას სხვადასხვა საგანმანათლებლო და სოციალური პოზიციაზე, საკუთარი კომპეტენციის ფარგლების დაცვით.

 

ძირითადი ინფორმაცია:

  • ხანგრძლივობა: 40 საათი
  • პროგრამა ღიაა ყველა მსურველისთვის

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა BN Academy-ის სერტიფიკატი, მინიმუმ 80%-იანი დასწრებისა და პრაქტიკული მინი-გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.

TOP
კალათა 0