სადიპლომო კურსები
შეისწავლეთ მოთხოვნადი კურსები და მიიღეთ დიპლომი რომელსაც სახელმწიფო აღიარებს
სასერთიფიკატო კურსები
შეისწავლეთ მოთხოვნადი პროფესიები უმოკლეს დროში, საუკეთესო პირობებით
რატომ BN Academy?
Bn Academy არის პროფესიული განათლების ცენტრი, რომლის მთავარი მიზანია მოთხოვნადი სპეციალისტების მომზადება და ახალგაზრდებისთვის რეალური კარიერული შესაძლებლობების შექმნა. აკადემია მუშაობს თანამედროვე სტანდარტებით და სწავლების პროცესში იყენებს უახლეს რესურსებსა და პრაქტიკაზე დაფუძნებულ მეთოდებს, რათა სტუდენტებმა არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის თანამშრომლობა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. Bn Academy-ში წარმატებით გავლილი სადიპლომო კურსების შემდეგ, სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა გააგრძელონ სწავლა უნივერსიტეტში და განივითარონ აკადემიური კარიერა.
აკადემიის პროგრამები მორგებულია შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებზე და მოიცავს იმ მიმართულებებს, რომლებიც ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიან სპეციალისტებს ქმნის. ჩვენი მიზანია, თითოეულ სტუდენტს მივცეთ საშუალება აირჩიოს სასურველი პროფესია, მიიღოს მაღალი ხარისხის განათლება და სწრაფად მოახდინოს საკუთარი უნარების რეალიზება პრაქტიკაში.
Bn Academy მუდმივად ზრუნავს კურსების გაუმჯობესებაზე და პროფესიონალი მასწავლებლების ჩართულობით ქმნის გარემოს, სადაც განათლება გარდაიქმნება წარმატებული მომავლის მყარ საფუძვლად.
























