მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამა განკუთვნილია იმ პირებისთვის, ვისაც სურს დაიწყოს ან გააძლიეროს საქმიანობა სავაჭრო პროგრამა ეფუძნება პრაქტიკულ სწავლებას და რეალურ სამუშაო პროცესზე მორგებულ მიდგომას.
პროგრამა ორიენტირებულია სავაჭრო ობიექტში მომხმარებლის მომსახურებისა და პროდუქციის კონტროლის პროცესების პრაქტიკულ დაუფლებაზე. სასწავლო პროცესის განმავლობაში მონაწილეები ეცნობიან მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების სტანდარტებს, ეფექტიან კომუნიკაციასა და პრობლემური სიტუაციების მართვას, ასევე პროდუქციის მიღების, განთავსების, ვადებისა და ხარისხის კონტროლის წესებს. პროგრამა მოიცავს მომსახურებასა და პროდუქციის მოძრაობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოების ძირითად პრინციპებს. პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელს ექნება ის საბაზისო პროფესიული კომპეტენციები, რომლებიც აუცილებელია სავაჭრო ობიექტის ყოველდღიურ სამუშაო პროცესში მომხმარებლის მომსახურებისა და პროდუქციის კონტროლის ფუნქციების შესრულებისთვის დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვით.
ძირითადი ინფორმაცია:
- ხანგრძლივობა: 26 საათი
- პროგრამა ღიაა ყველა მსურველისთვის, ვისაც მომსახურების სფეროში მუშაობის დაწყება სურს. მონაწილეებს სავაჭრო ობიექტში მუშაობის გამოცდილება არ მოეთხოვებათ.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა BN Academy-ის სერტიფიკატი, მინიმუმ 80%-იანი დასწრებისა და პრაქტიკული მინი-გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.

