პროგრამა განკუთვნილია იმ პირებისათვის, ვისაც სალომბარდო სფეროში მუშაობის დაწყება სურთ.
პროგრამა აერთიანებს სალომბარდო საქმიანობის იმ პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს, რომლებიც საჭიროა ძვირფასი ლითონების შეფასებისა და კლიენტებთან მუშაობის პროცესში. მონაწილეები გაეცნობიან ლითონების ფიზიკურ და ქიმიურ თავისებურებებს, სინჯთა სისტემებს, დამღების ამოცნობას, რეაქტივების გამოყენებას, ყალბი და ფალსიფიცირებული ნივთების ამოცნობას, მომსახურების სტანდარტებსა და სამუშაო გარემოს უსაფრთხოების წესებს. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ექნება მინიმალური, მაგრამ რეალური პრაქტიკული კომპეტენციები, რათა დაიწყოს მუშაობა სალომბარდო კომპანიაში დამწყები ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე.
მონაწილეებს წინასწარი გამოცდილება სალომბარდო საქმიანობაში არ მოეთხოვებათ — პროგრამა დამწყებთათვისაა შექმნილი.
პროგრამის ხანგრძლივობა: 12 საათი
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა BN Academy-ის სერტიფიკატი, მინიმუმ 80%-იანი დასწრებისა და პრაქტიკული მინი-გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.

