სასწავლო პროგრამა წარმოადგენს სრულად პრაქტიკულ კურსს, რომელიც მიზნად ისახავს მსმენელებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მოქმედი ყველა ძირითადი გადასახადის დეკლარაციის შევსების, გაგზავნისა და წარდგენის პრატიკული უნარების ჩამოყალიბებას. სწავლების პროცესი აგებულია რეალურ ქეისებზე, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და სიმულაციურ გარემოში მუშაობაზე, რაც უზრუნველყოფს საგადასახადო დეკლარირების პროცესის ეტაპობრივ და სიღრმისეულ ათვისებას.
პროგრამის ფარგლებში მსმენელები პრაქტიკულად ეცნობიან ელექტრონულ საგადასახადო სისტემაში (RS.GE) მუშაობის პროცესს, დეკლარაციების თითოეული ველის შევსების წესებს, გადასახადების სწორად დათვლას, ვადების დაცვასა და დეკლარაციების წარდგენის ტექნიკურ პროცედურებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხშირ შეცდომებს, საგადასახადო რისკებსა და მათი თავიდან აცილების გზებს.
პროგრამა არ არის თეორიაზე ორიენტირებული და მიმართულია რეალური სამუშაო გარემოს იმიტაციაზე, რის შედეგადაც მსმენელები შეძლებენ საგადასახადო დეკლარაციების დამოუკიდებლად და კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად შესრულებას.
ძირითადი ინფორმაცია:
- ხანგრძლივობა: 20 საათი
- პროგრამა ღიაა ყველა მსურველისთვის
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა BN Academy-ის სერტიფიკატი, მინიმუმ 80%-იანი დასწრებისა და პრაქტიკული მინი-გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.

