აქ იწყება შესაძლებლობა

ნახეთ ყველა კურსი

უნარი ქმნის შესაძლებლობას

    მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამები

    სადაც სწავლა რეალურ უნარებად იქცევა

    რატომ BN Academy?

    BN Academy არის ზრდასრულთა განათლებისა და პროფესიული განვითარების ცენტრი, რომელიც სთავაზობს მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებს ადამიანებს, ვისაც სურს რეალური, გამოყენებადი უნარების განვითარება და პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება.

    ჩვენი საქმიანობის საფუძველია პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, მსმენელზე მორგებული გრაფიკი და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა. BN Academy-ში პროგრამები შექმნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს სწრაფად და ეფექტურად განავითაროს კონკრეტული პროფესიული კომპეტენციები.

    ჩვენ ვმუშაობთ იმ პრინციპით, რომ სწავლება უნდა იყოს:

    • რეალისტური
    • გამოყენებადი
    • ეთიკური
    • ბაზრის რეალურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი

    ჩვენი პროგრამები ეფუძნება პრაქტიკოსი ტრენერების გამოცდილებას და რეალურ სამუშაო პროცესებს, რაც მსმენელებს აძლევს შესაძლებლობას, მიღებული ცოდნა პირდაპირ გამოიყენონ საქმიანობაში.

    BN Academy არ გვპირდება „მზა კარიერებს”, მაგრამ ქმნის საფუძველს გააზრებული პროფესიული განვითარებისათვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მსმენელმა სწავლის დასრულების შემდეგ ზუსტად იცოდეს: რა შეუძლია, სად შეუძლია ამის გამოყენება და რა ნაბიჯები უნდა გადადგას შემდეგ.

    ჩვენი სივრცე განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აფასებენ საკუთარ დროს, ეძებენ სანდო საგანმანათლებლო გარემოს და მზად არიან პასუხისმგებლობით მიუდგნენ საკუთარ პროფესიულ განვითარებას.

    სასერთიფიკატო კურსები

    შეისწავლეთ მოთხოვნადი პროფესიები უმოკლეს დროში, საუკეთესო პირობებით

    სიახლეები

    TOP
    Cart 3