ჩვენს შესახებ

BN Academy არის ზრდასრულთა განათლებისა და პროფესიული განვითარების ცენტრი, რომელიც სთავაზობს მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებს ადამიანებს, ვისაც სურს რეალური, გამოყენებადი უნარების განვითარება და პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება.

ჩვენი საქმიანობის საფუძველია პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, მსმენელზე მორგებული გრაფიკი და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა. BN Academy-ში პროგრამები შექმნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს სწრაფად და ეფექტურად განავითაროს კონკრეტული პროფესიული კომპეტენციები.

ჩვენ ვმუშაობთ იმ პრინციპით, რომ სწავლება უნდა იყოს:

  • რეალისტური
  • გამოყენებადი
  • ეთიკური
  • ბაზრის რეალურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი

ჩვენი პროგრამები ეფუძნება პრაქტიკოსი ტრენერების გამოცდილებას და რეალურ სამუშაო პროცესებს, რაც მსმენელებს აძლევს შესაძლებლობას, მიღებული ცოდნა პირდაპირ გამოიყენონ საქმიანობაში.

BN Academy არ გვპირდება „მზა კარიერებს”, მაგრამ ქმნის საფუძველს გააზრებული პროფესიული განვითარებისათვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მსმენელმა სწავლის დასრულების შემდეგ ზუსტად იცოდეს: რა შეუძლია, სად შეუძლია ამის გამოყენება და რა ნაბიჯები უნდა გადადგას შემდეგ.

ჩვენი სივრცე განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აფასებენ საკუთარ დროს, ეძებენ სანდო საგანმანათლებლო გარემოს და მზად არიან პასუხისმგებლობით მიუდგნენ საკუთარ პროფესიულ განვითარებას.

 

BN Academy-ის მისია

BN Academy-ის მისიაა ხელი შეუწყოს ზრდასრულთა პროფესიულ განვითარებას და დასაქმებას შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული, პრაქტიკაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით.

 აკადემიის მიზანია შექმნას საგანმანათლებლო სივრცე მაღალი ხარისხის სტანდარტებითა და თანამედროვე სწავლების მეთოდებით, რომელიც უზრუნველყოფს პიროვნების უწყვეტ ზრდას და პასუხობს საზოგადოების რეალურ საჭიროებებს.

 

ხედვა

BN Academy-ის ხედვაა გახდეს რეგიონში წამყვანი პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი, რომელიც აღიარებულია დასაქმებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამებით, სწავლების მაღალი სტანდარტებითა და კურსდამთავრებულთა წარმატებული კარიერული მაჩვენებლებით.

დევიზი:

 Ars Opportunitatem Creat/ უნარი ქმნის შესაძლებლობას

 

ღირებულებები

  • აკადემია მოქმედებს პროფესიული ეთიკის, სამართლიანობისა და პასუხისმგებლობის პრინციპებით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო, გამჭვირვალე და სანდო საგანმანათლებლო გარემოს.
  • აკადემია აღიარებს თითოეული მონაწილის უნიკალურობას და ქმნის ისეთ სასწავლო სივრცეს, რომელიც ეხმარება ზრდასრულებს საკუთარი პოტენციალის სრულ გამოვლენაში.
  • BN Academy იცავს გამჭვირვალობის პრინციპს: უზრუნველყოფს ღია კომუნიკაციას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას მონაწილეებისთვის.
  • აკადემია იცავს მაღალ პროფესიულ სტანდარტებს, რაც გულისხმობს კომპეტენტურობას, პუნქტუალობას, ვალდებულებების შესრულებას და მუდმივ მზადყოფნას განვითარებისთვის.
  • BN Academy ქმნის ისეთ გარემოს, სადაც თითოეული მონაწილე გრძნობს თავს მისაღებად და დაფასებულად, განურჩევლად მისი წინა გამოცდილებისა თუ განათლების დონისა.
  • აკადემია აყალიბებს ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის კულტურას, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას და ერთობლივ ზრდას.
TOP
კალათა 1