მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამა განკუთვნილია იმ პირებისთვის, ვისაც სურს დაიწყოს ან გააძლიეროს საქმიანობა სავაჭრო ობიექტში მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. პროგრამა ეფუძნება პრაქტიკულ სწავლებას და რეალურ სამუშაო პროცესზე მორგებულ მიდგომას.
კურსის განმავლობაში მსმენელები შეიძენენ იმ საბაზისო კომპეტენციებს, რომლებიც აუცილებელია ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების სწორად განხორციელებისთვის, სალარო დოკუმენტაციის წარმოებისთვის და მომხმარებლის მომსახურების სტანდარტების დაცვით მუშაობისთვის. პროგრამა უზრუნველყოფს როგორც თეორიულ საფუძველს, ასევე ინტენსიურ პრაქტიკულ სავარჯიშოებს იმიტირებულ და რეალურ სამუშაო გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში.
ძირითადი ინფორმაცია:
- ხანგრძლივობა: 26 საათი
- გამოცდილება: არ არის სავალდებულო
რას შეძლებთ კურსის დასრულების შემდეგ:
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების შესრულებას;
- POS-ტერმინალით გადახდების განხორციელებას;
- სალარო დოკუმენტაციის სწორად წარმოებას;
- მომხმარებლის მომსახურებას დადგენილი პროცედურებისა და ეთიკის დაცვით.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა BN Academy-ის სერტიფიკატი, მინიმუმ 80%-იანი დასწრებისა და პრაქტიკული მინი-გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.

